მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან შეხვედრა გამართა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებით აღნიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის, ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებისა და კონკრეტული მიმართულებებით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ისრაელის ელჩს სამომავლო თანამშრომლობის ხედვები და მიმართულებები გააცნო.

მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.