„ისევ იგივე ჭკუაზე ვართ, მაინც შერიგება მგონია ერთადერთი გზა. ნებისმიერ რამეზე შეთანხმდნენ, ოღონდ შეთანხმდნენ“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ ოპოზიციას მოლაპარაკების პროცესში უპირატესობა აქვს.
ამასთან, ხვიჩია ამბობს, რომ „შიში უნდა მოიხსნას იმის შესახებ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ერთპიროვნულად არ მოვა“.
„შერიგება მგონია ერთადერთი გზა, საბოლოო ჯამში. ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ ოპოზიციას მოლაპარაკების პროცესში უპირატესობა აქვს, ჩვენი ამოცანაა ოპოზიციამ მოინდომოს მოლაპარაკების პროცესში უპირატესობის გადაზრდა მართლა რეალურ უპირატესობაში.
პირველ რიგში ოპოზიციამ, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ, რაც უნდა გააკეთოს არის ის, რომ ხელისუფლებას ხელიდან გამოართვას ბერკეტი, რითაც ის ერთპიროვნულად მომავალშიც შეძლებს ფლობდეს ძალაუფლებას.
მეორე - მოხსნას შიში, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ერთპიროვნულად არ მოვა მიხეილ სააკაშვილი. გამოსავლად შერიგება მესახება. ჩემი აზრით, ახლა ყველას აწყობს შერიგება ყველასთვის ღირსეული პირობებით, რომ ყველა გამარჯვებულად გამოიყურებოდეს საკუთარი ამომრჩევლის თვალში. ნებისმიერ რამეზე შეთანხმდნენ, ოღონდ შეთანხმდნენ“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში იაგო ხვიჩიამ.
23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
„გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ“ - ნიკა მელია
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.
გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.
კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.
„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.