მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შს მინისტრი: არავის გვიხარია, რომ ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს

შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიცია და სამხედროები თითქმის ყველა რეგიონის მთავარ ქალაქს აკონტროლებენ.

"რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით სიტუაციას, იცით, რომ თითქმის ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი კონტროლდება, შესასვლელები, გასასვლელები. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდებათ ჩაკეტვა, როგორც მარნეულში, ბოლნისში მოხდა, რომ უსწრაფესად ანხორციელდეს გადაკეტვა მთლიანად,  ვთქვათ, რომელიმე ქალაქის, თუ საჭიროება იყო, თუ რეკომენდაციას მოგვცემს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო", - აღნიშნა აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მოქალაქეები ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდვებს და მოლოდინის მიუხედავად, გასული ღამის განმავლობაში სამართალდარღვევების მცირე რაოდენობა დაფიქსირდა.

“სხვათა შორის ემორჩილებიან ნამდვილად, მეტ დარღვევებს ველოდებოდი, თუმცა, გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, იყო ძალიან ცოტა - 17 დარღვევა მთელი საქართველოს მასშტაბით. მეტს ველოდებოდი სტატისტიკურად. მთლიანობაში, 350-მდე მოგვიწია, სამწუხაროდ. ეს არავის არ გვიხარია, არც ჩვენ და არც რიგით პოლიციელებს, არც ხელმძღვანელობას, რომ  ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ, რომ ეს გავაკეთოთ. სადღაც 350-მდე ადამიანი  და 10-15-მდე საწარმო დაჯარიმდა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.