მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს „ენმ-ის“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაგეგმილ წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების გამო, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ხოლო თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება სრულად აიკრძალა.

„ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ. კერძოდ: ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი მოძრაობს იუსტიციის სახლის მიმართულებით. დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე.

მსუბუქი ავტომანქანები კი მოძრაობენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადიან; ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე.

შესაბამისად, ავტომანქანები მოძრაობენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით; მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ბრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას აგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით.

დღესვე აქციასთან დაკავშირებით, 17:00 საათიდან მოძრაობა იკრძალება: - რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩის და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროსა და ჩუღურეთის მიმართულებით;

ასევე რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე;

ზემოაღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე. სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ. მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება ღონისძიების დასრულებისთანავე“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება პარლამენტის შენობასთან 18:00 საათზე დაიწყება.