მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვედეთის საგარეო პოლიტიკის 2021 წლის სტრატეგიაში საქართველო-რუსეთის კონფლიქტი უსაფრთხოების ევროპული წესრიგის გამოწვევად არის დასახელებული

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა. 

„მთიან ყარაბაღში, უკრაინაში, საქართველოსა და დნესტრიპირეთში მიმდინარე, გადაუჭრელი კონფლიქტები, უსაფრთხოების ევროპული წესრიგის უგულვებელყოფის შედეგს წარმოადგენენ,“ - განაცხადა ლინდემ და განმარტა, რომ მსგავს გამოწვევებს ნეგატიური გავლენა აქვთ შვედეთზეც.

შვედმა დიპლომატმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ განხორცილებულ აგრესიულ პოლიტიკაზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა მიუღებელია.

„საერთაშორისო სამართლის ასეთი დარღვევები ძირს უთხრიან უსაფრთხოების ევროპულ წესრიგს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის მყარ საფუძველს ქმნიან,“ - აღნიშნა ან ლინდემ.