მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა ბერნის მერთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

2 ივნისს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა ირაკლი ხუცურაულმა ბერნის მერთან ალეკ ფონ გრაფენრიდთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-შვეიცარიის ორმხრივ ურთიერთობებს, 

"კერძოდ ხაზი გაესვა, რომ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთოებების 102 წლისთავი აღინიშნება.ამ მიზნით, ბერნისა და თბილისის მეგობრობის აღსანიშნავად, ქალაქ ბერნის მერიის შენობის თავზე ივნისის თვეში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება, რაც არსებული პრაქტიკით იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა, ბერნში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მაშინდელი საელჩოს შენობაზე მემორიალური დაფის განთავსების შესაძლებლობა", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.   

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების, მიღწეული შედეგების და ორივე ქვეყანაში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა ამ მიმართულებით საქართველოს წარმატება და ქვეყნის მზაობა ე.წ. უსაფრთხო დერეფნების პრინციპით და ჯანდაცვის რეკომენდაციებით უმასპინძლოს საერთაშორისო ვიზიტორებს.