მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვეიცარიელი სენატორი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

შვეიცარია

შვეიცარიის კონფედერაციის სენატორ, საქართველო-შვეიცარიის საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის ახლადარჩეულ თავმჯდომარე - მარკო კიეზასა და საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულ - ირაკლი ხუცურაულს შორის 26 მაისს ვიდეო- ჩართვა განხორციელდა, რა დროსაც შვეიცარიელმა პარლამენტარმა საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მილოცვასთან ერთად, სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში და გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში.

საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობა 102 წელს მოითვლის, მას შემდეგ რაც შვეიცარიამ 1918 წელს „დე-ფაქტოდ“ აღიარა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რის საფუძველზეც იმ პერიოდში თბილისში გაიხსნა შვეიცარიის გენერალური საკონსულო, ხოლო შვეიცარიაში დაფუძნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა.