მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სიღარიბის და უმუშევრობის დამარცხების გასაღები - რა პროგრამას სთავაზობს პარტია „ლელო“ ამომრჩეველს

ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძის თქმით, მისი გუნდი პოლიტიკაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს.

მისი თქმით, ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სიტყვის და საქმის ერთობლიობაა.

„ჩემთვის, ასევე, აუცილებელია, გუნდის სტაბილურობა.“ - აცხადებს ხაზარაძე.

მისი თქმით, გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება იქნება.

„მთავარია, რომ ჩვენ მდინარე დანაკარგის გარეშე გადავცურეთ და ზნეობრივად სწორები ამოვედით.“ - განაცხადა პარტია „ლელოს“ ლიდერმა.

მისი თქმით, პარტიას აქვს სპეციალური პროგრამა, რომელშიც დევს სიღარიბის და უმუშევრობის დამარცხების გასაღები.

ხაზარაძე რეგიონალური ორგანიზაციების ჩამოყალიბებას აანონსებს. მისი თქმით, უახლოეს ხანში თბილისის ორგანიზაცია დაფუძნდება.

„ჩვენი პრობლემა დღეს არის საქართველო.“ - აღნიშნავს ხაზარაძე.

აგრეთვე იხილეთ:

„უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება!“ - მამუკა ხაზარაძე