მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სისტემის შეცვლას ვერ შეძლებს“ - ბესელია გახარიას პოლიტიკაში დარჩენის ორ ვერსიას განიხილავს

ბესელია გახარიაზე

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია პოლიტიკაში დარჩენის შესახებ გიორგი გახარიას განცხადებებს აფასებს.

ბესელია აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბიზნეს ომბუდსმენობიდან იცნობს და მასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იგი ყოფილი პრემიერის ნაბიჯებს კრიტიკულად აფასებს.

„მე ვიცნობ გიორგის ბიზნეს ომბუდსმენობიდან. მასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა. მის ნაბიჯს კრიტიკულად შევხედავდი ,

როდესაც ის იყო შს მინისტრი და შემდეგ, უკვე პრემიერი, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა . იყო განსაკუთრებით კრიტიკული მომენტები, რომლებზეც მას როგორც ლიდერს უნდა ჰქონოდა პოზიცია,“ - აღნიშნავს პოლიტიკოსი.

ბესელიას თქმით, თუ გახარიას მიზანი „ქართული ოცნების“ ოპონირებაა, მას ბევრ მძიმე კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

„თუ გახარია მიზნად ისახავს, რომ ის იყოს მისივე ყოფილი პარტიის კრიტიკული და რეალური ოპოზიცია, მას საკმაოდ ბევრი მძიმე კითხვა აქვს, რომლებზეც პასუხი უნდა გასცეს.

მიუხედავად იმისა, რომ ის კობახიძის გუნდით არასდროს ყოფილ აღფრთოვანებული, არ მახსოვს მისი ასეთი კრიტიკული პოზიცია ძალიან პრინციპულ საკითხებზე,“ - აღნიშნავს ბესელია.

პოლიტიკოსი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობებსაც განიხილავს.

მისი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ დღეს მივიღეთ სისტემა, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებში, სადაც თურმე ის წარსული კი ვერ დავამთავრეთ, რასაც ამდენი წელი ვებრძოდით, უკანონო მოსმენების, თვალთვალის და ა.შ., არამედ, ახალი ტექნოლოგიებით უფრო გამრავალფეროვნდა ეს მეთოდები, ეს მისი პასუხისმგებლობაც არის. 20 ივნისი ხომ არის და არის მისი მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ - აცხადებს იგი.

ეკა ბესელია გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენის ორ ვერსიას განიხილავს:

„ორი ვერსია მაქვს:

1 - თუ ის ივანიშვილის პროექტია, მაშინ ის სიტემის შეცვლას ვერც შეძლებს და არც ექნება მიზნად. მე, მაგალითად, ვიცი, რომ მისი გაშვება პრემიერობიდან ახალი წლის პერიოდში უნდოდა.

2 - თუ არ არის ივანიშვილის პროექტი, მაშინ საქმე უფრო რთულად არის და ვიღაც დგას ამ ყველაფრის უკან. მე არ მჯერა, რომ ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებდა გახარია,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მას არ სჯერა, რომ გახარია პოლიტიკაში დაბრუნებით სისტემაში არსებული პრობლემების შეცვლას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔺 „შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია, რომ შექმნას „ქართული ოცნება 2“ - გიორგი მარგველაშვილი

🔺 დეკანოიძე გახარიაზე: არაფერი განსაკუთრებული მასში არ არის