მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სქესის ნიშნით შერჩეულ ექიმს ენდობოდით?“ - იაგო ხვიჩია გენდერული კვოტირების წინააღმდეგია

გირჩის წევრი

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია გენდერულ კვოტირებას არ ეთანხმება. როგორც ხვიჩია PIA.GE-სთან აცხადებს, პარლამენტში ადამიანები სქესის ნიშნით არ უნდა ხვდებოდნენ - ეს პოლიტიკოსის შეურაცხყოფაა.

ამ ცვლილებით, რაც პარლამენტში დამტკიცდება, ადამიანები, რომლებიც არიან ქალები და შევლენ პარლამენტში, იგულისხმება, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში მოხდვნენ იმის გამო, რომ არიან ქალები და არა იმიტომ, რომ არიან პოლიტიკოსები. ვფიქრობ, ეს ყველა პოლიტიკოსის შეურაცხყოფაა. როდესაც მამაკაცს, მაგალითად მე, რომელიც ვიქნები პარლამენტის წევრი, მომიწევს იმის გარკვევა, ვის ველაპარაკები - ქალს, თუ პოლიტიკოსს. მაგალითად, ქალები, რომლებიც პარლამენტში არიან და დაეთანხმებიან მომავალ პარლამენტში კვოტირებას, ანუ დაადასტურებენ, რომ ისინი ქალები რომ არიან, ამიტომ უნდა იყვნენ პარლამენტში, მე მათ შევხედავ როგორც ქალბატონებს, რომლებიც ალამაზებენ პარლამენტს და არა როგორც პოლიტიკოსს, რადგან ჩემი აზრით, ისინი პარლამენტში პოლიტიკური ნიშნით არ იქნებიან“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისი შეფასებით, კონკურენციის გარეშე, სქესის ნიშნით პარლამენტში შესვლა, ქალი პოლიტიკოსების პოზიციებს შეასუსტებს.

„ადამიანებისთვის გაუგებარი იქნება ქალს ელაპარაკება თუ პოლიტიკოსს, სქესის ნიშნით შესვლა ნდობასაც შეამცირებს. თქვენ ექიმს ან სხვა რომელიმე პროფესიის ადამიანს ენდობოდით, რომელიც სქესის ნიშნით არის შერჩეული? პოლიტიკა არაფრით განსხვავებული არ არის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსში“ შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ისეთი პარტიული სია უნდა წარადგინოს, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.