მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სხვა გადაწყვეტილება ქალაქისთვის დამაზიანებელი იქნებოდა“ - ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის ყოფილი მერი

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა.

„ჩემი მხრიდან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისთვის, მოქალაქეებისთვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისათვის, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“,- აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

რას გულისხმობს დამაზიანებელში, ლაშა კომახიძე პასუხობს: „ვგულისხმობ მხოლოდ ერთ ფაქტორს, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ახლა ქალაქი, განსაკუთრებით პანდემიის და საბიუჯეტო შემოსავლების დანაკლისის ფონზე. ახლა საჭიროა ერთიანობა, გუნდურობა, მაქსიმალურად გვერდში დადგომა“.

როგორც ლაშა კომახიძე ამბობს, მას სახელმწიფოს მხრიდან ღირსეული შეთავაზებები აქვს.