მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სლოვენიის საგარეო უწყება საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მხარს უჭერს

სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„სლოვენია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, - ამის შესახებ სლოვენიის საგარეო უწყების Twitter-ზე ვკითხულობთ.

აღნიშნულ განცხადებას ქვეყნის საგარეო უწყება აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. საქართველო სლოვენიის პარტნიორობა გაგრძელდება და გაიზრდება“. - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, შემდეგ კი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.