სოფიო ქაცარავა გაერთიანებულ სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის პირველი ელჩია, რომელმაც დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები ბუკინგემის სასახლიდან ვირტუალურ ფორმატში გადასცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა, აღნიშნა, რომ მოხარულია რადგან შესაძლებლობა მიეცა საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი წარედგინა დედოფლისთვის.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი წარმედგინა მისი უდიდებულესობა დედოფლისთვის, რათა მას გადაეცა რწმუნებათა სიგელები ბუკინგემის სასახლიდან. ასეთი ფორმატის ვირტუალური ცერემონია პირველად ჩატარდა. წარმატებებს ვუსურვებ სოფიო ქაცარავას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ასეთ მნიშვნელოვან დროს დაინიშნა. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული სიახლოვით გამოირჩევა და ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირები მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს", - აცხადებს ჰარისონი.
თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.
მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა.
არასამთვრობო ორგანიზაცია საიას თავმჯდომარედ ასოციაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.
მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.
OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ.
„არ მჯერა, რომ ის სადმე წასვლას აპირებდეს ან საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პირიქით მგონია, რომ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, მათ შორის ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და გაიწია პოლიტიკის წინა ხაზებიდან.
მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.
ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეს განცხადებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის კონკრეტული პრეპარატების შესახებ იყოს საუბარი და ახსნა, თუ რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ, როგორ იცავენ ისინი ადამიანებს. მისი თქმით, არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.