პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სასიკვდილოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“

სოსო მანჯავიძე გიორგი გახარიაზე
13:39 03.04
დაკოპირებულია

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სასიკვდილოა ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ამის შესახებ ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს. ხოლო ნაძალადევი დიქოტომია და პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს:

„ორიოდე სიტყვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელიობის შესახებ. მრეწველობა და სოფლის მეურნეობა რომ უნდა განვითარებულიყო და ეკონომიკის არსებული მოდელი მანკიერი და საფრთხის შემცველია - ამაზე რაც თავი მახსოვს, ვწერ და ვლაპარაკობ მეც და ბევრი საღად მოაზროვნე ადამიანი. არც არსებული მოდელის სხვა "სიკეთეებს" შევგუებივართ და ამ მიმართულებით არც მარტო ლაპარაკით შეგვიზღუდია თავი. ამავე დროს, ჩემთვის ყველასთვის ნათელი იყო, რომ ჩვენი სტატუსის მქონე ქვეყნებში განვითარების ვექტორს ძალის ცენტრებში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები განსაზღვრავს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს არ ესმის ეს და თავი ქრისტეფორე კოლუმბი ჰგონია.შეთქმულების თეორეტიკოსებზე აღარაფერს ვიტყვი. დღეს ეს ვითარება იცვლება, ძველი, ლიბერალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული გლობალიზმი კვდება და გაურკვეველია ახლის დამკვიდრება რას მოიტანს. ამიტომ, საჭიროა, ამ ვითარების ჭკვიანური და ფრთხილი გამოყენება და მეტ-ნაკლებად თვითკმარი ეკონომიკური ბმების ჩამოყალიბება, ასევე, საამისოდ აუცილებელი პოლიტიკური და სტრუქტურული რეფორმები. ამისთვის კი აუცილებელი პირობაა ზემოთხსენებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგად თავსმოხვეული პოლიტიკური სისტემის რეფორმა და გათავისუფლება ლიბერალური გლობალიზმის არასტრუქტურული და სტრუქტურული მართვისაგან. მითუმეტეს, როცა ხელთ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სასიკვდილო განაჩენია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისათვის. შეასაბამისად, უნდა დამთავრდეს კოჰაბიტაცია, ნაძალადევი დიქოტომია და პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს. იმედია, გავივლით სცილასა და ქარიბდას შორის”,- წერს სოსო მანჯავიძე.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლება შეილახა - ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე 2 აპრილს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომელიც მოსამართლეებმა საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები“ ერთხმად მიიღეს.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მეორე მუხლის – ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „მეორე მუხლი დარღვეულია, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში“.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კოვიდვირუსი 3134 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო...
56 წუთის წინ
გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევა სტალინის გამზირზე მოხდა. როგორ...
19:04
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 4 ივნისიდან 10 ივნისამდე, მცხეთის მუნიციპალ...
18:37
2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,...
18:36
ფშავი ომალოს გზაზე ოძრაობა მალე განახლდება თუშეთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი...
თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას...
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თიბისი სესხების სამთვიან გადავადე...
გამოიმუშავა თუ არა ევროპამ კორონავირუსზე...
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს საგანგებო სიტუაციების განყოფილების...
გარდაბანში სოფელ აღთაკლიაში საგზაო სამუშ...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ აღთაკლიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენ...