მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოსო მანჯავიძე: ვინც იქ იყავით და ხმა არ ამოიღეთ, ამ ნაძირალაზე უარესი ნაძირლები ხართ

სოსო მანჯავიძე გიორგი გახარიაზე

„ვინც ამათ გამოშვებას რაღაც გათვლებით და პლურალისტური პარლამენტის შექმნის აუცილებლობით ამართლებთ, ძალით ნუ იჭკვიანებთ თავს - ასე ეხმიანება ექსპერტი სოსო მანჯავიძე დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილის მიერ 28 იანვარს ტვ პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მელაშვილი ამბობს, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის.

„ივერი მელაშვილმა განაცხადა ინგა გრიგოლიას ეთერში, რომ გარეჯი ჩვენი არ არის და ამას იქ მყოფი საზოგადოება დუმილით შეხვდა. დუმილი თანხმობის ნიშანია“ აი, ვინც იქ აყავით და ხმა არ ამოიღეთ, ამ ნაძირალაზე უარესი ნაძირლები ხართ! დადგება პასუხის მოთხოვნის დრო და ციხეში ყოფნა მოგენატრებათ, თქვე არამზადებო! ფულის ჩამრიცხველებზე აღარაფერს ვამბობ, ამ ბოროტ ბრიყვებზე! ვინც კიდევ ამათ გამოშვებას რაღაც გათვლებით და პლურალისტური პარლამენტის შექმნის აუცილებლობით ამართლებთ, ძალით ნუ იჭკვიანებთ თავს, საგნებს თავისი სახელი უნდა ერქვას! ყველაფერს საზღვარი აქვს!“ - აღნიშნავს მანჯავიძე.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

👉 28 იანვარს ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო