პოლიტიკა

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში ჩართულ კომპანიათა რაოდენობა გაიზარდა

აქსისის დახმარება
16:21 08.04
დაკოპირებულია

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციას ბიზნესკომპანიები „აქსის თაუერსი“, X2, „არდი“, „ავერსი“, „გალფი“, „ეფლ სითი“, „ვილა რეზიდენსი“, „გუდ კომპანი“ და „ბადაგონი“ შეუერთდნენ.

თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის ფარგლებში, კომპანიებმა ხანდაზმულებისთვის გადასაცემი ნობათები ამ მიზნით შერჩეულ სპეციალურ ფართში მიიტანეს. პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ილია ელოშვილთან და სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო.

„ვაგრძელებთ აქტივობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და დახმარებას ჩვენგან საჭიროებს. ამ პროცესში ჩართულია ბიზნესსექტორი, ასევე, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც როდესაც შედიან სუპერმარკეტებში სურსათის შესაძენად, ასევე ყიდულობენ ჩვენ მიერ „წითელ ჯვართან“ ერთად შერჩეულ პროდუქტს ხანდაზმულთა დასახმარებლად. დიდია აქტიურობა, სოლიდარობა და მხარდაჭერა. დღეს აქ წარმოდგენილია რამდენიმე კომპანია: „აქსის თაუერსი“, რომელმაც 1000 ოჯახისთვის მოგვაწოდა საკვები პროდუქტები, ასევე, X2, „არდი“, „ავერსი“, „გალფი“, „ეფლ სითი“, „ვილა რეზიდენსი“, „გუდ კომპანი“ და „ბადაგონი“. დიდი მადლობა მათ იმ მოხუცების და შეჭირვებული ოჯახების სახელით, რომელთაც ვეხმარებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ნობათს, რომელიც როგორც საკვებ პროდუქტს, ისე პირველად საჭიროების ნივთებს მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს „წითელი ჯვრის“ მოხალისეები და გამგეობების თანამშრომლები გადასცემენ, რომელთაც უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი. 

პირველი რესპუბლიკა

102 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკი...

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 191...
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართვ...
23:25 25.05
სვანეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშსა და ლახამულას თემებში უხვი...
23:17 25.05
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი...
22:41 25.05
სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან სოფელ პერევში ჩავიდა. ქეთევან ციხელაშვილი იმერეთის სახელმწიფო...
22:09 25.05
პირბადეების საწარმო საქართველოში პირბადეების საწარმო გაიხსნა
„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, საქართველოში უმაღლესი ხარისხის სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო...
საგამოძიებო სამსახურის განახლებული ვებგვ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განახლებული, ორენოვანი ქართულ-ინგლის...
დოროყაშვილის ადვოკატი: ბასილაშვილის წარმ...
"უნდა ვისაუბროთ მის პირად წარმატებაში თუ რა როლის აქვს მის ყოფილ მეუღლეს", - აღნ...
რა პირობებში მუშაობენ ინფექციონისტები "ა...
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ადმინისტრაციულ შ...