მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტრასბურგის გადაწყვეტილება და დოკუმენტი შესაძლოა, მომავალში გახდეს ფუნდამენტური საყრდენი აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების - ვეფხვია გულედანი

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი

„ჩვენ გუშინ სტრასბურგის სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ვიხილეთ, რომელიც მრავალმხივ შეიძლება შეფასდეს. უპირველესად სტრასბურგის გადაწყვეტილება და დოკუმენტი შესაძლოა, მომავალში გახდეს ფუნდამენტური საყრდენი აფხაზეთის და ოსეთის (სამაჩაბლოს) დაბრუნების, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის აღდგნისა“, - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი აცხადებს.

„მოგეხსენებათ სტრასბურგის სასამართლოს პროცესი 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლების როლი მნიშვნელოვანი იყო, სახელმწიფოს როლი განსაკუთრებით 2013 წლის შემდეგ გაიზარდა, როცა არაერთი მტკიცებულების მოძიება მოხდა. ვერდიქტით დასტურდება, რომ სახელისუფლებო გუნდი პრო-ევროპულია და ცილისწამება მათი პრო-რუსულიბისა გაქარწყლებულია, სხვამხრივ ამ გადაწყვეტილებას საქართველოს სასარგებლოდ ვერ ვიხილავდით და მმართველ გუნდს ნამდვილად ხელეწიფებოდა ამ პროცესის სწორი წარმართვა ან პირიქით გაჭიანურება და რუსეთის სასარგებლოდ ქმედება... საბედნიეროდ ჩვენ ვიხილეთ ის, რაც სწორია როგორც სამართლებლივად, ასევე, მორალურად. ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და აღიარებას საქართველოს სახელმწიფოს“, - აღნიშნავს ვეფხვია გულედანი.