პოლიტიკა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა“ - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე
2020
1611228720
დაკოპირებულია

„სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა!

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველო და მისი მოსახლეობა იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი.

2008 წლის რუსული ოკუპაციის შედეგად, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაკარგეს საცხოვრისი (სადაც დღეს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განლაგებული), მამაპაპისეული კერა და იქ გატარებული ცხოვრების ისტორია, თუმცა მათ არ დაუკარგავთ მომავლის იმედი და რწმენა სამართლიანობის მიმართ.

უსამართლობის და ძალმომრეობის მაგალითად ჯერ კიდევ რჩება რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა.

ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სასამართლობის მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე.
სასამართლოში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება; მიმოსვლის თავისუფლება და სხვა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ხელისუფლებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მყარ სამართლებრივ ანალიზთან ერთად წარუდგინა ამომწურავი მტკიცებულებები.

„მადლობას ვუხდი იუსტიციის უკვე ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც წარმატებით შეძლო დაეცვა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები!
საქართველო აგრძელებს სამართლებრივ და მშვიდობიან გზას ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ“, - აცხადებს პარლამენტის ტავმჯდომარე.

ინფორმაციისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა“ - პრემიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

✔️ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 422 ფაქტი გამოვლინდა.

1620803376

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 275 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 256 პირი.

1620803128

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა.

1620803086

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

1620802816
კორონავირუსი

1409 ინფიცირება, 1256 გამოჯანმრთელება - ეპიდვ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802242
„ეს მათ ძვირად დაუჯდებათ“ - ბენიამინ ნეთ...

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელზე სარაკეტო იერიში „ჰამასს“ „ძვირად დაუჯდება“.

გია აბაშიძე: Facebook-მა დაბლოკა „მთავარ...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უინტელექტო, მაგრამ მავნებელი „ჟურნალისტების“ დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაა, თითქოს მილიონ მოსახლეზე გადათვლით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რომელიც ფეისბუკმა დაბლოკა.

12 მაისს სამგორში ელექტრომომარაგება დროე...

კომპანია „თელასის“ განცხადებით, 12 მაისს სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.