მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თაკო ჩარკვიანი: ეს იყო ადამიანის ფეოდალური დამცირება

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი თაკო ჩარკვიანი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ცენტრალურ საარჩენო კომისიასთან სამართალდამცველების მიერ წყლის ჭავლის გამოყენებასა და 8 ნოემბერს გამართულ აქციაზე საუბრობს.

ჩარკვიანი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ გახდა საჭირო მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენება.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების ოლიგარქიული დამოკიდებულა.

„რატომ გამოიყენეს წყლის ჭავლი? ეს კიდევ უფრო მაძლევს იმის საფუძველს ვთქვა, რომ ეს ფეოდალური დამცირებაა ადამიანის, ოლიგარქიული დამოკიდებულებაა, „რასაც მინდა იმას გაგიკეთებ“. მაინტერესებს იქ რომ პირველ ჯერზე ადამიანები იყვნენ და კოლონას ელოდებოდნენ რატომ დაუშინეს წყლის ჭავლი.

ოპოზიცია მივდივართ სამართლებრივი ჭრილით, მივაკითხეთ სასამართლოს და პროკურატურას, იმიტომ კი არა ჩვენ ძალიან ვენდობით, მაგრამ ჩვენ სამართლებრივად ძალიან მართლები ვართ. არანაირი გონიერება არ გამოიჩინა ხელისუფლებამ, ტოტალური გაყალბებაა“, - განაცხადა „ფორმულას“ ეთერში თაკო ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📌უსუფაშვილი: მართლებიც და მტყუანებიც - ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ

📌საბანაძე: ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული არ ყოფილა

📌კობახიძე: შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოვუწოდებ