მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილზე: მიხვდა რა, რომ დაშლის პირას შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მონაპოვარი, იმ წუთში ჩართო პოლიტიკოსის ტვინი

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.

ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში ბევრი ხარვეზია და ამას მიხეილ სააკაშვილი, როგორც იურისტი, კარგად აანალიზებს. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მან დღევანდელ განცხადებაში რიტორიკა შეცვალა, რადგან, ამ გზით, „უკან დასახევი გზა“ დაიტოვა.

„გუშინ მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია - ზუსტად ისე შეაფასა დოკუმენტი, როგორც იმსახურებდა, რადგან, მოგეხსენებათ, ის იურისტია და ყველა იურისტმა ისაუბრა ამ დოკუმენტის ხარვეზებზე, სერიოზულ ხვრელებზე.

მაგრამ, საღამოს ძალიან შეიცვალა ვითარება. პოლიტიკა, ესაა შეცვლილი ვითარების საპირწონედ გადაარჩინო შენი 27%-იანი მონაპოვარი, ამიტომ, დღეს გაკეთებული მისი განცხადება ნურავის გაუკვირდება. მიხვდა რა, რომ დაშლის პირას შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ის მონაპოვარი, იმ წუთში ჩართო პოლიტიკოსის ტვინი და დღეს თქვა, რომ თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, მაშინ შეიძლება ხელის მოწერა. დაიტოვა უკან დასახევი გზა,“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, აქ მთავარია მეორე პუნქტი, რომლის თანახმად, შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, რეფერენდუმი დაინიშნება.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ნიკა მელია როცა დატოვებს საპატიმროს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას“ - მიხეილ სააკაშვილი