მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: დასათმობი არავის არაფერი არ აქვს

ქართული ოცნების წევრი

„დასათმობი არავის არაფერი არ აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ოპოზიციამ კი, შედეგებს პატივი უნდა სცეს.

„ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისთვის, ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, მზად ვართ საუბრისთვის, მუშაობისთვის ახალ პარლამენტში.

თუ ვინმეს სჭირდება ამასთან დაკავშირებით მოწოდებები, ეს არის ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი დესტრუქციული ნაწილი, რომელიც ამ დღეებში ცდილობდა არა საუბრის, არა დიალოგის, ნორმალური პოლიტიკური გზით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებით მიეღო რაიმე დივიდენდები. ვხედავთ, ეს პროცესი წარუმატებლობით სრულდება. სამართალდამცველებმა ძალიან დიდი მოთმინებით, კანონის სრული დაცვით უპასუხეს ამ გამოწვევებს. ხელისუფლებამ, მიუხედავად კოვიდპანდემიისა, ღირსეულად უპასუხა ამ გამოწვევებს. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, თავს დაესხას დემოკრატიას და დემოკრატიული არჩევნების შედეგებს.

დასათმობი არავის არაფერი აქვს, ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, შემდგომი თანამშრომლობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველა მხარემ - „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ პატივის სცეს არჩევნების შედეგებს. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს, ახლა დროა ოპოზიციამაც თქვას იგივე.

ნებისმიერი შემდეგი თანამშრომლობის წინაპირობა არის, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს. ამის შემდეგ დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვითანამშრომლოთ, მოვილაპარაკოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს, სოციალურ საკითხებს, როგორ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და როგორ მოვახდინოთ უფრო სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში. მზად ვართ, ნებისმიერ ამ მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობის, მოლაპარაკების, დიალოგის, დისკუსიისთვის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც სურს, პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესით თანამშრომლობა, ვისაც სურს ეს ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზით წავიდეს“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

📌ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🛑 ნიკა მელიამ 14 ნოემბერს მორიგი აქცია დაანონსა

🛑 ჩუგოშვილი: ყველას მოუწევს რაღაცის დათმობა - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც