მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: „ევროპული საქართველო“ „ნაცმოძრაობის“ რადიკალიზმის კომპლექსიდან ვერ გამოდის

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი 2019

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო რადიკალური იქნება და ვინ უფრო მეტად შეძლებს ქვეყნის დესტაბილიზაციას.

„ამის მაგალითები იყო ერთი წლის წინ, ორი წლის წინ და ახლაც, როდესაც მხარი არ დაუჭირეს კონსტიტუციურ ცვლილებებს.  

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ თქვა, რომ მხარს არ დაუჭერს ცვლილებებს, არის დესტრუქციული  და ყველა მეთოდით იბრძოლებს, გარდა დემოკრატიული არჩევნებისა. როგორც კი „ევროპულმა საქართველომ“ დაინახა, რომ კარგავს დესტრუქციულ, რადიკალიზებულ ნიშას, მაშინვე უარი განაცხადეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ჩვენ ვხედავთ შეჯიბრს, როდესაც „ევროპული საქართველო“ ვერ გამოდის „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალიზმის კომპლექსიდან. მას თითქოს უნდა მომავლის პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ მთელი თავისი გადაწყვეტილებებით ჩარჩენილია წარსულის პოლიტიკაში. დღეს უკვე პარლამენტში და მის გარეთაც გაჩნდა ახალი ოპოზიცია, ხოლო ეს ძველი ოპოზიცია ყოველდღე კარგავს ადგილს მომავლის პოლიტიკაში“, - განაცხადა თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში.