მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი მისი წარსულია

პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლისას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული.

„დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს.

ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებსა და ჯგუფებს განცხადებით მიმართა.

„არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური“, - აცხადებს სააკაშვილი.