პოლიტიკა

თალაკვაძე პატრიარქს: როცა ერს ასეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, მას განსაცდელი ვერ მოერევა

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში
15:42 02.08
დაკოპირებულია

„თქვენო უწმინდესობავ, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი მფარველი წმინდანის, დიდებული წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს. დღეს, ასევე ილია მართლის, ჭავჭავაძის ხსენების დღეა. ნება მიბოძეთ, საქართველოს პარლამენტის სახელით, ეს შესანიშნავი დღესასწაული გულითადად მოგილოცოთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ღვთისმსახურებას დაესწრო.

არჩილ თალაკვაძემ პატრიარქს ილია თეზბიტელისა და ილია მართლის ხსენების დღე მიულოცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ როდესაც ერს ისეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, როგორიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია, მას განსაცდელი ვერ მოერევა.

„თქვენი ღვაწლი დიდია ქართველი ერისთვის სულიერი ტაძრის აშენებაში - ტაძრის, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში განსაცდელის თუ სიხარულის ჟამს არაერთხელ შეკრებილა ჩვენი ხალხი.

როცა ერს ასეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, მას განსაცდელი ვერ მოერევა და ყველა სირთულეს გაუმკლავდება. რთული დღეების განმავლობაში, რომელმაც ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიო შეცვალა და განსაცდელში ჩააგდო - თქვენი რწმენა, სიმშვიდე და ხალხის მიმართ სიყვარული კიდევ ერთხელ დაინახა ერმა. მადლიერი ვართ ამისთვის!

ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე კიდევ მრავალ წელს“,- მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კათოლიკოს-პატრიარქს.

რუსული ვაქცინა

Who: ვაქცინის ყველა მწარმოებელი უნდა მიჰ...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის რუსულ ვაქცინასთან დაკა...
22:55 11.08
„ჩემთვის დიდი პატივია წავრსდგე თქვენს წინაშე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამასთან ერთად წარმოადგენ...
21:21 11.08
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ექსპერტიზით გამოირიცხა, რომ გიორგის...
21:18 11.08
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის მერაბ ამბროსიძის ცხე...
20:49 11.08
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სვანეთში განის...
20:45 11.08
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდა...
პასუხგაუცემელი კითხვები გიორგი შაქარაშვი...
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. ექს...
კალაძე შაქარაშვილის საქმეზე: თუ ვინმეს რ...
თბილისის მერი კახა კალაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მ...
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კომპანია „მა...
„ქართული ოცნების“ ლიდერები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფ...