მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩს“ და „ლელოს“ პარლამენტში შემოსვლა სურთ 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე - Pia.ge

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილს, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩს“ და „ლელოს“ პარლამენტში შესვლა, არჩევნების შედეგების გამოკვლევა და საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა სურთ. 

„ამ პარტიებს უფრო მეტად სურთ, იყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში, ვიდრე „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ისინი პარლამენტში არ შემოდიან იმიტომ, რომ ოპოზიციის მეორე ნაწილი, ვინც შანტაჟს ახორციელებს, აქვთ თავისი ტელევიზიები, დაფინანსება, აქვთ სრული ინსტრუმენტალიზაცია იმისთვის, რომ ოპოზიციის ამ ნაწილზე მოახდინონ წარმოუდგენელი საინფორმაციო შეტევა. ეს არის ზუსტად პრობლემა, ის ბერკეტები რითაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ახდენს მეორე ნაწილზე შანტაჟს და მათ უკრძალავს საპარლამენტო პოლიტიკაში შემოსვლას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 %-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის. პარლამენტში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის 4 დეპუტატი შევიდა, რომლებიც აღნიშნული პარტიიდან გამოვიდნენ და თავისი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑თალაკვაძე: თუ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობენ უარს ამის გადამოწმებაზე?

🛑არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია დღეს თვითონ იმყოფება მოდელირებულ რეალობაში