მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ მობილიზაცია მომავალშიც საჭირო იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2020

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება არ უმჯობესდება, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. თუმცა, როგორც მან რიგგარეშე სესიაზე აღნიშნა, პრევენციული ღონისძიებების და სისტემური რეაგირების გამო, რომელსაც მთავრობა პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით ახორციელებს, ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მობილიზაცია.

„იმ პრევენციული ღონისძიებების და სისტემური რეაგირებების გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით მთავრობა ახორციელებს, ქვეყანაში ამ კუთხით სტაბილური ვითარება რჩება. შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად მაღალი არ არის, ასევე იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და საბედნიეროდ, ასევე გარდაცვალების მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში არ გაზრდილა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა ექიმს, ექთანს, ეპიდემიოლოგს, მოკავშირე სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ქვეყანაში არ მოხდეს COVID-19-ის ფართოდ გავრცელება. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ჩვენ მომავალშიც დაგვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მობილიზაცია. ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სხვა სამსახურებს დასჭირდებათ კვლავ ძალისხმევის შენარჩუნება, რომ ვითარება ქვეყანაში დარჩეს უსაფრთხო“,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, პარლამენტს მთავრობისთვის 2020 წლის 15 ივლისამდე უფლებამოსილება აქვს მინიჭებული, რომ პანდემიის პირობებში შეზღუდვები დააწესოს.

საუბარია იმაზე, რომ მთავრობისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭების ვადამ 2021 წლის იანვრამდე გადაიწიოს.