მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ჩუგოშვილი: მთავარია სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობა და არა ის, რა შეეშალა არასამთავრობო ორგანიზაციას

ჩუგოშვილი თამარი

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ISFED-მა საკუთარ შეცდომაზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა არასწორია მათზე მთელი პასუხისმგებლობის დაკისრება. 

„არასამთავრობო ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა აიღო თავის შეცდომაზე, საქმე ისაა, ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს თუ არა პასუხისმგებლობას თავის მხრივ იმაზე, რომ არჩევნებში მთელი რიგი პრობლემები არსებობდა. იყო ეს თვითონ პროცესი თუ შემდგომი ეტაპი. მთავარია ისინი როგორ აგებენ პასუხს იმ ხარვეზებზე, რომელიც დაფიქსირდა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას აწყობს, რომ ყურადღება „სამართლიანი არჩევნების“ საკითხზე გადაიტანოს.

„ხელისუფლება ცდილობს ყურადღება გადაიტანოს იმაზე, თუ რა მოხდა „სამართლიან არჩევნებში“ და იმაზე, თუ რა მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა არჩევნების ჩატარებაზე. მე მგონია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობა არის მთავარი და არა ის, რა შეეშალა არასამთავრობო ორგანიზაციას“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაუჯერებელია, რომ ISFED-ის შედეგებში ადამიანურ შეცდომას ჰქონდა ადგილი.

👉 აღნიშნულმა ორგანიზაციამ საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის შესახებ ორი განცხადება გამოაქვეყნა. პირველად განცხადებაში, ორგანიზაციის მტკიცებით, ფიქსირდებოდა ცესკოს მონაცემებთან მნიშვნელოვანი სხვაობა, ხოლო მეორე განცხადებით, ორგანიზაციამ აღიარა, რომ დათვლის პროცესში შეცდომა მოხდა, რამაც შედეგებში სხვაობა გამოიწვია.

👉 24 დეკემბერს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ელენე ნიჟარაძე: ISFED-ის საქმიანობაში ჩარევას გამოვრიცხავ

👉 კობახიძე: რთული დასაჯერებელია, რომ PVT-ის ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა

👉 ISFED: აღმასრულებელი დირექტორის მიმართ მუქარას, შანტაჟს ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია