მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ტალიაშვილი: ეუთოს დასკვნაში ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვის პირობებში ჩატარდა

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

„ქართული ოცნების“ წევრი თამარ ტალიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა.

ტალიაშვილის შეფასებით, ანგარიშში მითითებული ცვლილებებით საარჩევნო წესები კიდევ უფრო დაიხვეწება და ხარვეზების მინიმუმამდე შემცირდება:

„2020 საპარლამენტო არჩევნები რჩება აქტუალური განხილვის საკითხად. აი, დადგა დღე, როცა ამ არჩევნებთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციის OSCE/ODIHR ეუთო/ოდირ-მა საბოლოო სიტყვა თქვა და დასკვნა გამოაქვეყნა.
მთავარი დასკვნათა დასკვნა არის ის, რომ:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვის პირობებში ჩატარდა.

დასკვნაში, ასევე, ასახულია რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელიც უკვე ჰქონდა ეუთო/ოდირს დაფიქსირებული და პირდაპირ ემთხვევა ჩვენს მიერ პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. ამ ცვლილებებით საარჩევნო წესები დაიხვეწება და ხარვეზების რაოდენობაც სულ უფრო და უფრო შემცირდება“, - აღნიშნავს ტალიაშვილი.

თამარ ტალიაშვილი ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ ინფორმაციის ვრცლად მისაღებად ეუთოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშს ბმულის სახით აზიარებს.