მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ტალიაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე პლენარული სესია კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე

პარლამენტარი

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე პლენარული სესია არის ძალიან კარგი გამოვლინება და მაგალითი იმისა, რომ საქართველომ ძალიან სერიოზულად, მნიშვნელოვნად გაიმყარა თავისი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის, ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის“,- ასე აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი. თამარ ტალიაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„მნიშვნელოვანი იყო ირაკლი კობახიძის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად არჩევა - ეს არის მთლიანად საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების და თანამეგობრობის მხრიდან და კიდევ ერთი კარგი გზავნილი, რომ საქართველოს გზა ევროინტეგრაციის კუთხით არის მხარდაჭერილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ. ასევე, ეს არის ის მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც საუბარი არის საქართველოს პროგრესის შეფასებასთან დაკავშირებით და აქაც ვხედავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამოკიდებულებას და მაღალ შეფასებას იმ პროგრესთან და რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

ჩვენთვის ეროვნულ დონეზე უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ის, რომ მიუხედავად რუსეთის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ოპონირების, საქართველოს მიერ ინიცირებული ცვლილებებს აქვს დიდი მხარდაჭერა და ვხედავთ, რომ სწორედ ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები, მიუხედავად რუსეთის ოპონირებისა, არის მხარდაჭერილი და ჩვენ ვაღწევთ წარმატებას ჩვენი ინიციატივების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონტექსტში გატანასთან და მხარდაჭერასთან დაკავშირებით“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ირაკლი კობახიძის არჩევა არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები

✔️ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

✔️კახა კუჭავა: ჩვენ ორი მნიშვნელოვანი დავა მოვიგეთ და ბოლო დავა საქართველო რუსეთს შორის 2008 წლის ომს ეხებოდა