მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ტალიაშვილი: საქართველოს თავმჯდომარეობის დროს ინიცირებული საკითხების პრიორიტეტად შენარჩუნება ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ინიციატივები მხარდაჭერილია ევროსაბჭოს მიერ

ტალიაშვილი

თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში იმყოფება, სადაც დელეგაციასთან ერთად, ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გააკეთა - მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის პრიორიტეტებს შორის რჩება ის საკითხები, რომელიც ინიცირებული იყო საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ინიცირებული საკითხები იყო გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვა.

„გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდში ამ ორი თემატიკის პრიორიტეტულ საკითხებად შენარჩუნება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ინიციატივები და პრიორიტეტები მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს კონტექსტში“,- აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ირაკლი კობახიძის არჩევა არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები

✔️ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

✔️კახა კუჭავა: ჩვენ ორი მნიშვნელოვანი დავა მოვიგეთ და ბოლო დავა საქართველო რუსეთს შორის 2008 წლის ომს ეხებოდა