მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამაზ გაიაშვილმა „ლელოში“ საქმიანობა დასვენებით დაიწყო

გაიაშვილი ლელოს შეურთდება

ავიაკომპანია „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი, თამაზ გაიაშვილი პოლიტიკურ მოძრაობა „ლელოში“ გაწევრიანებიდან მეორე დღეს დასასვენებლად წავიდა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო pia.ge-ს გაიაშვილის ასისტენტმა განუცხადა.

გაიაშვილმა „ლელოში“ გაწევრიანების გადაწყვეტილება „იმედების გაცრუებით“ ახსნა.

„2012 წელს ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედები გამიცრუვდა“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ახალი ამბების სააგენტო Pia.GE- დაინტერესდა რატომ ჰქონდა გაიაშვილს „ქართული ოცნების“ იმედი, როცა 2012 წლამდე „ქრისტიან-დემოკრატების“ მხარდამჭერი იყო და მათ ყრილობებსაც ესწრებოდა, სწორედ ამ კითხვით ვცადეთ ბიზნესმენთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. გაიაშვილს მობილური ტელეფონი ამ დრომდე გამორთული აქვს.

ჩვენს კითხვას გაიაშვილის ასისტენტმა უპასუხა. მისი ინფორმაციით, გაიაშვილი დასასვენებლად იმყოფება და ამ ვითარებაში მასთან დაკავშირება რთულია.

„ბატონი თამაზი ამჟამად ქალაქში არ იმყოფება. დასასვენებლად არის წასული“, - აცხადებს ასისტენტი.

ცნობისთვის, 12 აგვისტოს პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოს“ რიგებს გაიაშვილი შეუერთდა. ბიზნესმენი ბრიფინგზე „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.