პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ერთ მხარეს დადგა ქართველი ხალხი, „ქართული ოცნება“, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც, როგორც ვირუსი, და მათი მართული მედიასაშუალებები მედპერსონალის ლანძღვით

იურისტი „თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს ადგილზე
13:03 29.05
დაკოპირებულია

ერთ მხარეს დადგა ქართველი ხალხი, „ქართული ოცნება“, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც, როგორც ვირუსი, და მათი მართული მედიასაშუალებები მედპერსონალის ლანძღვით, მათდამი უნდობლობით, პანიკის თესვის მცდელობითა და რწმენასთან, ეკლესიასთან და პატრიარქთან დაპირისპირებით,- იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში,  ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხმიანება.

იურისტის თქმით, პოლიტიკური განწყობები არსებითად კი არ შეიცვალა, არამედ მოსახლეობის განწყობები უფრო მეტად გამოიკვეთა, რადგან ოპოზიციამ შანსი, დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ხელიდან თავად გაუშვა და ამ სიტუაციაშიც დესტრუქციული ქმედებები აირჩია.

„კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ველზე შეფასების ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით უპირობო ლიდერია. კერძოდ, კვლევაში ნათლად ჩანს მოსახლეობის განწყობა და პოლიტიკური არჩევანი - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 55% „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს, კვლევაში მეორე ადგილს „ნაციონალური მოძრაობა“ იკავებს მხოლოდ 12%-ით.

ეს ცალსახად ადასტურებს და ამას კვლევის პროცენტული შედეგებიც ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მოსახლეობის 63% დადებითად არის განწყობილი, რაც ხელისუფლების მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების კურსის, კრიზისის დაძლევის სტრატეგიისა და ქვეყნისთვის სასიკეთო სამომავლო ხედვების მოსახლეობის ხედვებთან, მოთხოვნებთან, სრული თანხვედრის შედეგია. ეს შედეგები ბარომეტრია იმისა, რომ მოსახლეობა სწორად აფასებს და მოსწონს „ქართული ოცნების“ მართვის დემოკრატიული სტილი, მოსწონს ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი ჰუმანურობისა და მზრუნველობის მაღალი ხარისხი და იმავდროულად ხედავს ამ ტიპის მმართველობის მაღალეფექტიანობას. კრიზისულ პირობებში ყველამ ნათლად დაინახა, რომ ერთ მხარეს დადგა ქართველი ხალხი, „ქართული ოცნება“, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც, როგორც ვირუსი, და მათი მართული მედიასაშუალებები მედპერსონალის ლანძღვით, მათდამი უნდობლობით, პანიკის თესვის მცდელობითა და რწმენასთან, ეკლესიასთან და პატრიარქთან დაპირისპირებით. ამ ფონზე, ლოგიკურია, არჩევანი უფრო გამარტივდა. „ზოგი ჭირი მარგებელია“ - ეპიდომმა გვერდით გადაწია ფეიკნიუსერები, მათი დესტრუქციული განზრახვები, მოქმედებები და შესაბამისად, პოლიტიკური რეიტინგებიც თავის ბუნებრივ, ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური განწყობები არსებითად კი არ შეიცვალა, არამედ მოსახლეობის განწყობები უფრო მეტად გამოიკვეთა, რადგან ოპოზიციამ შანსი, დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ხელიდან თავად გაუშვა და ამ სიტუაციაშიც დესტრუქციული ქმედებები აირჩია. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ანგარიშით კი მმართველ გუნდს სრულად ჩამოერეცხა ოპოზიციის ბინძური პროპაგანდის მიერ შექმნილი უსაფუძვლო და უსამართლო ცილისმწამებლური კლიშეები.

ხალხი ბრძენია! აღნიშნული შედეგები დღეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა მმართველი გუნდისთვის გამოწვევებით გადადგმული ნაბიჯებიდან შესაძლებლობებისკენ ფართოდ სავალ გზაზე. დიაგნოზი დასმულია - დაინფიცირებულია ოპოზიცია, ხელისუფლება კი ვალდებულია, ამ შემართებით განაგრძოს სვლა ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უკეთესი მომავლის შესაქმნელად“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% - „ნაციონალურ მოძრაობას“", 6% - „პატრიოტთა ალიანს“, 4%-4% - „ლეიბორისტულ პარტიას“ და მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% - „ევროპულ საქართველოს“, 1% - დემოკრატიული მოძრაობა „ერთიან საქართველოს“.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.

მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბი...
34 წუთის წინ
კომუნიკაციების კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის თ...
44 წუთის წინ
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე ძარცვა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა მაღაზიის კედე...
47 წუთის წინ
ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატს ირაკლი ქადაგიშვ...
49 წუთის წინ
პროფესიული სასწავლებელი ზუგდიდში

ზუგდიდში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დ...

ზუგდიდში საფუძველი ჩაეყარა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავ...
52 წუთის წინ
11:02
ტიკარაძე: 6616 საწოლის მობილიზაციის რესუ...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 6616 საწოლის მობილიზაციის შ...
10:55
საქართველოში კორონავირუსისგან 2075 ადამი...
საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 2075-მა ადამიანმა შეძლო. მონაცემები...
საქართველოში Wizz Air-ის ბაზა დიდი ალბათ...
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საავიაციო კომპანია Wizz Air-ის...