მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტებით“ - ვლადიმერ ჩაჩიბაია

ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედროებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ჩაჩიბაია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.

„ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რას ემსახურება აღნიშნული სიუჟეტი. ყოვლად დაუშვებელია ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტებით და მათ კვებას უზრუნველყოფენ უმაღლეს დონეზე მომზადებული მზარეულები.

სამინისტროს ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის პრიორიტეტს წარმოადგენს კეთილსინდისიერება და ერთგულება სამშობლოსა და ხალხის წინაშე. მე როგორც თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური მჯერა და მწამს რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ჩვენი სახელოვანი სამხედროების საკეთილდღეოდ“, - აცხადებს ჩაჩიბაია.