მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზიციის აქცია- მსვლელობა დაიწყო

აქცია მსვლელობა ფილარმონიიდან

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

ადგილზე შეკრებილები არიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი მოთხოვნაა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდეს.

აქცია- მსვლელობის მონაწილეები ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან გაჩერდებიან და სწორედ აქ დაიწყება პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა.

„დღევანდელი აქციით ფაქტიურად უწყვეტ რეჟიმში ვიწყებთ საპროტესტო აქციების ჩატარებას, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ ვაიძულოთ დღევანდელი ხელისუფლება, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი ნიკა მელია და გიორგი რურუა. თუ არ იქნება ქვეყანაში სამართლიანობა, არ იქნება ქვეყანაში სიმშვიდე, შემიძლია ეს ხელისუფლებას ვუთხრა.

აქ ჩამოვიდნენ ადამიანები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, იმიტომ, რომ აუტანელია ის უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. რეგიონებში ფაქტობრივად შიმშილია დაწყებული. ხალხი ელოდება ცვლილებებს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „სულით და გულით იდეურად ვუერთდები ამ პროტესტს“ - მეგრელიშვილი ოპოზიციის აქციაზე

✔️ „ვინც თვლის, რომ კარდინალურად არის სიტუაცია შესაცვლელი და საჭიროა რიგგარეშე არჩევნები, დღეს აქციაზე უნდა მოვიდეს“ - უგულავა