მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება გრძელდება

სოციალურად დაუცველი ოჯახებისდახმარება გრძელდება

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი) დახმარებას განაგრძობს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები 100 მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. ნობათს სამაჟორიტარო ოლქებში დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრები თავად დაარიგებენ.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, პანდემიის პირობებში, თბილისის საკრებულოს კამპანია გრძელდება და ნობათი ყველა სოციალურად დაუცველ იმ ოჯახს გადაეცემა, რომლებსაც ოთხი ან მეტი შვილი ჰყავთ.

„დღეს ჩვენ როტარი კლუბებისა და საქართველოში „ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ დახმარებით, კიდევ ას მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავცემთ საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ორგანიზაციებს გაწეული დახმარებისთვის“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

თბილისის საკრებულომ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და დღეის მონაცემებით, დახმარება უკვე ორი ათასზე მეტ ოჯახს გაეწია.