მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება გრძელდება

ვითიბი ბანკი და საკრებულო ქველმოქმედებას ერთად გაგრძლებენლმო

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი) დახმარებას განაგრძობს. დედაქალაქის საკრებულოს ინფორმაციითამჯერად კამპანიაში „VTB“ ბანკი ჩაერთო, რომელმაც 500 ოჯახისთვის გადასაცემი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინა.

ნობათს, სამაჟორიტარო ოლქებში საკრებულოს უმრავლესობის წევრები დაარიგებენ. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს

თავმჯდომარემ „VTB“ ბანკის მენეჯმენტს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კერძო კომპანიები, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში, საკრებულოს მიერ დაწყებულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი.