პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიურად გამოვიყენებთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას

სახელმწიფო მინისტრი
1611239161
დაკოპირებულია

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტო და ისტორიულია, რაც წარმოადგენს საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეში. ეს კი მნიშვნელოვან წილად განპირობებულ იქნა 2013 წლიდან საქართველო ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევითა და წარდგენილი მტკიცებულებებით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხელისუფლება სტრასბურგის გადაწყვეტილებას აქტიურად გამოიყენებს.

„პირველად საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით, ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე.

ეს კი შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას, ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, მიმოსვლისა და საკუთრების უფლება. რუსეთის ფედერაცია ასევე პასუხისმგებელია იმაზეც, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დღემდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

ბუნებრივია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა შემდგომშიც დავიცვათ ინტენსიურად საქართველოს ეროვნული ინტერესები და უზრუნველვყოთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა“, - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

👉 ინფორმაციისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

👉 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

იუსტიციის მინისტრი: ჩვენ დაგპირდით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა იქნებოდა უკომპრომისო და ეს დაპირება შესრულებულია

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ჩვენი მხრიდან აგრესია არ აღიარა

„საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა“ - პრემიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

1614349966

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პიკეტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან გადადგმული სასოწარკვეთილი ნაბიჯია. 

1614349168

თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.

1614349136

წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს პრეზიდენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნები არა ერთხელ გადაიდო. ბოლოს ჩანიშნული არჩევნები კი ხმაურის ფონზე გაიმართა, რომელიც ქვორუმის ვერშედგენის გამო კვლავ გადაიდო.

1614348294
კარავი

აქციის მონაწილეები კარავს გზის სავალ ნაწილზე...

ოპოზიციის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან რჩება და კარავს გზის სავალ ნაწილზე შლის.

ალიევი: საქართველოს შეუძლია ყარაბაღის აღ...

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მთიანი ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტ...

იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.