მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა ახვლედიანი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა. ახვლედიანი აღნიშნულ პოსტზე მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ წარადგინა.

გახარიას თქმით, ახალ სახელმწიფო მინისტრს დიპლომატიური კუთხით დიდი და სერიოზული გამოცდილება აქვს.

„მინდა მივულოცო დიდი და საპასუხისმგებლო თანამდებობა. ქალბატონი თეა შრომობდა ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე. მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში“, - აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, ახვლედიანის წინამორბედი ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად დაინიშნა. ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა.