მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: 21 იანვარს საქართველომ რუსეთზე გავიმარჯვეთ

„ქართული ოცნების“ სიის ხუთეულის წევრი თეა წულუკიანი - Pia.ge

ყოფილი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გააკეთა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. 

მისი თქმით, ჩვენ ვიცოდით, რომ  რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გამოცემული  იქნებოდა ნეიტრალური ინსტიტუტის მიერ დღემდე ხელთ არ გვქონდა.

„2021 წლის 21 იანვარი დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმ დღედ, როდესაც ჩვენ, საქართველომ გავიმარჯვეთ რუსეთზე და როდესაც ჩვენ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს წინაშე დავამტკიცეთ ის სიმართლე, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით.

დღეიდან ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული ეს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომ რუსეთი არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთშიც ე.წ. ბუფერულ ზონებში ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და რომ ის რეალურად ოკუპანტი ხელისუფლებაა.

ჩვენ ამ გამარჯვებისთვის ბევრი ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ. 2018 წლამდე ჩვენ წარვადგინეთ ასეულობით მტკიცებულება ამ საქმეზე. ამიტომაც დავიწყებდი მილოცვის შემდეგ მადლობით, ვინაიდან თქვენ უნდა იცოდეთ რომ ამ საქმეზე გამარჯვების უკან იდგა არაერთი საჯარო მოხელე.“- განაცხადა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა

იხილეთ აგრეთვე:

❗იუსტიციის მინისტრი: ჩვენ დაგპირდით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა იქნებოდა უკომპრომისო და ეს დაპირება შესრულებულია

❗„საქართველომ რუსეთს დავა მოუგო“ - თეა წულუკიანი

❗„საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა“ - პრემიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე