მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: ბოკერია როდესაც მხედავს ბნედა ემართება

იუსტიციის მინისტრი 2020

"მისი სიტყვა ჩემთან დაკავშირებით ძალიან ხმამაღლა იყო დაწერილი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მე მხედავს ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ და მე მინდა უბრალოდ დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საკუთარ პოლიტიკურ ძალას ბნელეთისკენ მიაქანებს", -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიგა ბოკერიას საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები პარლამენტში არა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოწერილ ჯერიმებს, არამედ ეკლესიის მიმართ გამოჩენილ ლიბერალურ მიდგომას აპროტესტებდნენ.

"სერგი კაპანაძე და ბოკერია ყვიროდნენ, რომ იმას კი არ ვაპროტესტებთ რომ ჯარიმები მაღალია, არამედ იმას, რომ სასულიერო პირები რატომ არ დააჯარიმეთო",- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ პარლამენტში თეა წულუკიანს "პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი" უწოდა და პრემიერს მისი გადაყენებისკენ მოუწოდა.