მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრობას აღარ აპირებს

ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრად დაბრუნებას არ აპირებს. 

„მე არ ვბრუნდები იუსტიციის მინისტრად. ეს ბევრჯერ ვთქვი და შემიძლია ასჯერ ვთქვა“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

აგრეთვე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი თეა წულუკიანის გაპრემიერებას გეგმავდა, თუმცა მან ესეც უარყო.

ინფორმაციისთვის, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას 8 წლის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სიაში შეიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔶 „იმენა მიჯირყვნა“ - თეა წულუკიანი ფოტომონტაჟს აზიარებს

🔶 წულუკიანი: მამაკაცებს სჩვევიათ ქალების დაკნინება საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად

🔶 თეა წულუკიანმა თანამდებობა დატოვა