პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მფორთხავმა მთავარსარდალმა ბრძანება 10 აგვისტოს გამოსცა და ჩვენს ჯარს უბრძანა, გამოდით კონფლიქტის საომარი არეალიდანო

„ქართული ოცნების“ 2020 წლის
საარჩევნო სიის წევრი
1611417074
დაკოპირებულია

„სააკაშვილი მუდმივად შეშინებული კაცის პოზიციიდან ლაპარაკობს. რატომ და რისი ეშინია, ეს მან უნდა აგვიხსნას, იმიტომ რომ ფიქრობს, თუკი თავს დაგვესხმება, ამით საკუთარ სიმართლეს უკეთესად დაამტკიცებს” - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, წულუკიანის თქმით, 2013 წელს, როდესაც სასამართლომ თქვა, რომ დიდ პალატაში საქმის არსებით განხილვას იწყებს, რეალურად იყო მხოლოდ თინა ბურჯალიანისა და ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების, ადეიშვილის და სხვების მიერ დატოვებული ფაილი, საქმე აგვისტოს ომისა, სტრასბურგში გაგზავნილი, რომელშიც იდო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებები და ანგარიშები, ფოტომასალა და ვიდეომასალა, მეტი საერთოდ არაფერი.

„მე მინდა ვთქვა ის, რაც გუშინ არ მინდოდა მეთქვა და ვფიქრობდი რომ ამ კალაპოტში არ წავიდოდა დისკუსია. როდესაც ჩვენ 2013 წელს სტრასბურგის სასამართლომ უკვე გვითხრა, რომ იწყებს არსებით განხილვას დიდ პალატაში, რომელსაც საქმე გადაეცა 2012 წელს, ჩვენ რეალურად გვქონდა თინა ბურჯალიანისა და ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების, ადეიშვილის და სხვების მიერ დატოვებული ფაილი, საქმე აგვისტოს ომისა, სტრასბურგში გაგზავნილი, რომელშიც იდო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებები და ანგარიშები, ფოტომასალა და ვიდეომასალა, მეტი საერთოდ არაფერი. აი, ასეთი საქმე დაგვიტოვეს და ჩვენ რეალურად მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას მოვანდომეთ ეს წლები. ასე რომ გაგრძელებულიყო, ეს საქმე დამთავრდებოდა რუსეთის გამარჯვებით. არა იმიტომ, რომ რუსეთი მართალია საქართველოსთან, იმიტომ რომ როდესაც ჩივი, იქ უნდა მტკიცებულებები წარადგინო. მოსამართლე არ იწყებს შენ მაგივრად მტკიცებულებების მოძიებას, ის აფასებს იმას, რასაც შენ წარადგენ. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ასეთი კითხვები, თუ გვაქვს უფლება რომ თავლაფდასხმულ ჩვენს ყოფილ მთავარსარდალს, კითხვები ვაკადროთ და მის კორიფე იუსტიციის მინისტრებს, გვარამიას და სხვებს, რატომ არ იდო საქმეში.

2008 წლის აგვისტოში შევიდა სტრასბურგში ეს საქმე, მე მაშინ იქ ვმუშაობდი და ჩემი დარეგისტრირებულია ეს საქმე და ძალიან კარგად მახსოვს იმ დროს რა იდო საქმეში, თუმცა, ომიდან ახალგამოსულმა ქვეყანამ და სამინისტრომ იმ წუთში შეიძლება ვერ წარმოადგინოს მტკიცებულებები, მაგრამ რომ გადის 2008 წელიც, 2009-ც, 2010, 2011, 2012, ოქტომბრამდე, რეალურად არაფერი არ იყო გაკეთებული, ან ძალიან ცოტა. ყოველ შემთხვევაში არაფერი ისეთი, რაც გამარჯვებას მოუტანდა საქართველოს. კითხვები არის შემდეგი, რატომ არ წარადგინეს მტკიცებულებები” - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საუბარია მატერიალურ მტკიცებულებებზე, მაგალითად, მოწმეთა ჩვენებებზე და სხვა.

„რატომ მოუწია „ქართული ოცნების” პირობებში ჩვენს პროკურატურას, რომელმაც ტიტანური შრომა გასწია, ათასობით მოწმის დაკითხვა და ისე დაკითხვა, რომ ჟარგონზე გამომძიებლები ამას უწოდებენ „დამაგრებას სათანადოდ მტკიცებულების”, რომ ის წარდგენადი ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოში. ეს არ იყო გაკეთებული. ეს გაკეთდა სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ათობით პროკურორისა და გამომძიებლის ტიტანური შრომის შედეგად. ამის შემდეგ ჩვენ 33 მოწმე წარვადგინეთ სტრასბურგის სასამართლოში. ისინი სტრასბურგში ბრძანდებოდნენ. ჩაბრძანდნენ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნენ დაკითხულნი, ვინაიდან მეორე მხრიდან რუსი სამხედროები იყვნენ რუსეთის წარმომადგენლები და ისინი კითხავდნენ ჩვენს მოწმეებს. მე მინდა მათ მივაგო პატივი დღეს, რადგან სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ეს 33 მოწმე ნომრების მიხედვით არის ანონიმურად წარმოდგენილი, რომ მათ სიცოცხლეს მომავალში საფრთხე არ დაემუქროს.

მე ერთადერთი შემიძლია რომ ისინი იყვნენ ნამდვილი გმირები, შვილმკვდარი დედა, ერთ–ერთი, ასევე ხანდაზმული კაცები და ქალები, ვინც ომი თავის თვალით ნახა, სოფლებიდან ერედვი, კარბი, თორტიზა, გორიდანაც ასევე. და მათ რეალურად, ისე რომ არ იყვნენ იურისტები, ისე რომ არ იყვნენ ასე ვთქვათ, სასამართლო სხდომაზე ყოფნაში გაწაფულები, რეალურად აგეტირებოდათ იმხელა წინააღმდეგობა გაუწიეს პაექრობაში რუს სამხედრო იურისტებს და პროფესიონალებს. შესაბამისად, მათი გამარჯვებაა ეს და მე მაქვს კითხვა მანამდე რატომ არ გააკეთეს ეს კორიფე იურისტებმა ადეიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ. ასევე, ჩვენ წარვადგინეთ რადარის მონაცემები. რატომ არ იყო რადარის მონაცემები წარდგენილი, ეს ხომ მათ ხელთ იყო. რადარის მონაცემები აჩვენებდა, რომ რუსეთის თვითმფრინავის გარდა იმ დღეებში და შემდეგაც იმ სივრცეში არცერთი სხვა არ იყო,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საუბარია არა მხოლოდ გორის დაბობმვაზე.

„მხოლოდ რუსეთია ჰაერში. მეტი არავინ. ბომბავენ საქართველოს. ეს მაინც ხომ შეიძლებოდა რომ წარგენილი ყოფილიყო 4 წლის განმავლობაში. ეს ჩვენ წარვადგინეთ. ასევე, ჩვენ იმდენად აქტიურად გვებრძოდა რუსეთი სტრასბურგში. თითოეულ ჩვენ მიერ წარდგენილ მტკიცებულებას აყენებდა ეჭვქვეშ და ჩვენ გვიწევდა რა? ამ მტკიცებულებებზე, მაგალითად გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ეს მტკიცებულება ყალბია. ნებისმიერ მტკიცებულებაზე ამბობდა რომ ეს ყალბია, და ჩვენ გვიწევდა თითოეული მტკიცებულების ექსპერტიზის ჩატარება, რომ დაგვემტკიცებინა, რომ ეს ავთენტურია. აი ,ამგვარი ქმედებების ჩატარება მანამდეც ხომ შეიძლებოდა?! ასევე ჩვენ სეისმური სადგურის მონაცემებიც კი წარვადგინეთ იმის დამადასტურებლად, რომ აფეთქებები ნამდვილად ხდებოდა და ამავე დროს რაკი რადარი აჩვენებდა, რომ ჰაერში მხოლოდ რუსეთი იყო და სამხედრო ძალები და იქ სხვა არავინ არ იყო, ლოგიკურია, იმიტომ რომ იყო იქ, ასევე, ცინიკური მცდელობა, რომ უბრალოდ დავფრინავდით ჰაერში, ამიტომ მოგვიწია ბალისტიკური, სეისმური მონაცემების ექსპერტიზის წარდგენა და ამაში სეისმური სადგურების როლიც არის ძალიან დიდი.

ამ ყველაფრის გაკეთება 4 წლის მანძილზე ხომ შეიძლებოდა?! არაფერი არ იყო გაკეთებული, უფრო მეტიც, დღეს რაკი ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შეიძლება ითქვას, ვინაიდან „ნაცები“ თუ რაც ქვიათ, ზედმეტად ენაწყლიანები აღმოჩნდნენ გუშინ. იმდენად ცანცარულად, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, ძალიან ბევრი ვიფიქრე რა სიტყვა შეიძლება გამოიყენო ადამიანმა, აი, ცანცარები, როგორც ტელეფონით მართავდნენ ომს, ასე ჰქონდათ მტკიცებულებები, ომის არქივი შექმნილი. ანუ რეალურად არ ჰქონდათ. ელემენტარულია, როდესაც შენ თავს გესხმიან და აწარმოებ ომს, რომ პარალელურად შტაბში ვიღაცა ზის და ამ ყველაფერს აღნუსხავს და დოკუმენტირებას აკეთებს. არაფერი გაკეთებული არ იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი, იმ ენაწყლიანი ჩვენი მფორთხავი მთავარსარდლის ბრძანება 10 აგვისტოს გამოსცა მან ეს ბრძანება და ჩვენს ჯარს უბრძანა, რომ გამოდით კონფლიქტის საომარი არეალიდანო“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეს ის კაცია, მეჯვრისხევის ქუჩაზე გორში რომ ხოხავდა - თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე

თბილისი, მტკვარი,
მშვიდობის ხიდი

798 თბილისი, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთი...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

1618988435

„რიონის ხეობის“ ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან საჭირო პასუხს ვერ მიიღებენ, პროტესტის ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და საპროტესტო მუხტი უფრო აიწევს.

1619001952

ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619001827

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე მოუწოდებს ნიკა მელიას, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები.

1619001752

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

1619001502
საქართველოს ბანკი Segment-თან
ერთად ვებინარს გამართავს

საქართველოს ბანკი Segment-თან ერთად ვებინარს...

საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულების პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 23 აპრილს, 21:00 საათზე მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის Segment-ისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ერთობლივ ვებინარს გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

ნიკა მელია ხელს კრავს ევროკავშირს, მათ მ...

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.

ნიკა მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ,...

„მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა - მეტი ახსნა მის ასეთ პათოსს და განცხადებებს არ აქვს,“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე ამნისტიაც.

ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას: სადაც ევროკა...

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას შეწყალების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.