პოლიტიკა

თეა წულუკიანი რურუას საკითხზე: პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში თავისუფლაია

იუსტიციის მინისტრი 2020
1596269443
დაკოპირებულია

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განცხადება პრინციპულ პოზიციაზე დაყრდნობით, დამოუკიდებლად გააკეთა.

„მას თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია ჰქონდა და ეს არის მისი გადაწყვეტიელბა. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რომელიც ეხება შეწყალებასა და სხვა საკითხებს, თავისუფალია“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან კომენტარისას.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური პარიმრები არ არსებობენ.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება მას 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი რურუას განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.

ნარკოტიკი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკა...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს შსს-ში განუცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1998 წელს დაბადებული დ.ს., 1998 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1990 წელს დაბადებული ლ.ხ., 2002 წელს დაბადებული ნ.ზ., 1981 წელს დაბადებული რ.ა. და 1994 წელს დაბადებული კ.ლ. ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს შსს-ში განუცხადეს.

1627195447

დღეს, 25 ივლისს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში, რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. პროექტის იდეა ეკუთვნის სანდრო ყანჩელს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1627193649

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტექნოლოგიური სტარტაპის „ჯინვენტორის“ წარმოებას გაეცნო. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

1627193405

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე 25 წლის ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

1627159437
საქართველო-ბულგარეთი

საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში გამგზავრებ...

„ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას“, - ამის შესახებ ბულგარეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

1627142464
„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

„მე თვითონ ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მქონდა გადატანილი და მქონდა ანტისხეულების ძალიან მაღალი ტიტრი. 10 თვის განმავლობაში არც დაკლებულა, მაგრამ მაინც ავიცერი, რადგან დელტა შტამის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი არ არის ძალიან ეფექტური და ვაქცინაციასთან ერთად უფრო ეფექტურია დაცვა“, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე კარდიოლოგმა ნანა გეგეჭკორმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

1627138830
ნათია თურნავა: საზღვაო სექტორში დასაქმებ...

ეკონომიკის მინისტრი ბათუმში საზღვაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, კენჭი იყა...

„რამდენჯერაც გამოჩნდება იმდენჯერ მე მახსენებს და ჩემკენ კენჭების სროლას ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად და 2 ოქტომბერს საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი“, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გიორგი გახარიას, რომელმაც ის 20 ივნისის ყველაზე ნეგატიურ გმირად მოიხსენია.