მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი რურუას საკითხზე: პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში თავისუფლაია

იუსტიციის მინისტრი 2020

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განცხადება პრინციპულ პოზიციაზე დაყრდნობით, დამოუკიდებლად გააკეთა.

„მას თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია ჰქონდა და ეს არის მისი გადაწყვეტიელბა. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რომელიც ეხება შეწყალებასა და სხვა საკითხებს, თავისუფალია“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან კომენტარისას.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური პარიმრები არ არსებობენ.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება მას 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი რურუას განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.