მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: საარჩევნო უბნებზე ყველა ნორმა დაცულია, თამამად შეგვიძლია მივიდეთ

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი

„საარჩევნო უბნებზე ყველა ნორმა დაცულია, შეგვიძლია, თამამად მივიდეთ და არჩევანი გავაკეთოთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ ყველა ნორმის დაცვით გადაწყვეტილება მიიღოს.

„რაც ყველაზე მნიშნელოვანია დღეს, ყველა ჩვენმა მოქალაქემ ყველანაირი ნორმის დაცვით გადაწყვეტილება მიიღოს და აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე. ვინაიდან ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსთვის.

რამდენიმე თვეა ცესკოსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდეიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად მუშაობდნენ თუ როგორი უნდა ყოფილიყო გარემო, სადაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებოდათ გაეკეთებინათ თავისი თავისუფალი არჩევანი უსაფრთხო პირობებში.

ყველა ნორმა არის დაცული, შეგვიძლია თამამად მივიდეთ და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.