მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმების დამოკიდებულება შეიცვალა 

ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმების დამოკიდებულება შეიცვალა.  

„ალბათ მათთვის ცნობილი არ იყო, რა დონეზე იყო ჩართული მთავრობა ეპიდემიის სწორად მართვისთვის. დღეს მათ გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი იმასთან დაკავშირებით, როგორ ვმართოთ ეპიდემია“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრი აქვე დასძენს, რომ ეპიდემიას მართავენ არა ექიმები, არამედ ეპიდემიოლოგები.

„ჩვენ ექიმებთან გავდივართ სხვა ტიპის კონსულტაციებს და ვეყრდნობით ეპიდემიოლოგების დასკვნებს“,- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ინფორმაციისთვის, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები მთავრობას რამდენიმე თვის განმავლობაში აკრიტიკებდნენ. გუშინ კი, მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას დისტანციურად ისინიც ესწრებოდნენ და მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

ზაზა წერეთელი: ახალი წელი მოდის, შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელია

ზურაბ გურული: მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამას ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს

ტიკარაძე: არ ვთვლი, რომ საქმე არ გამომდის