მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ეკატერინე ტიკარაძე ფიქრობს, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლევან რატიანის განცხადება მას არ ეხებოდა, სადაც ექიმი ასეთ ფრაზას ამბობს: „თუ არ შეგიძლია უნდა წახვიდე და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია“.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მას სწორედ ახლა აქვს მაღალი პასუხისმგებლობა კორონავირუსის დასამარცხებლად.

„მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია, მხოლოდ ამ კომპონენტით გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა.

თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან, მიმაჩნია, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როდესაც მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🛑3 128 ინფიცირება, 3 045 პირი გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🛑 თბილისი 1 504, აჭარა 576 - ეპიდვითარება საქართველოში

🛑 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა