მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გარკვეული წესების დადგენაზე ვმუშაობთ

ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრაზე

" საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით.

"მნიშნელოვანია ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც დღესდღეობით კიდევ რჩება ქვეყანაში. რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1,36 რაც რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მივცეთ მთავრობას რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის. თუმცა, ტრანსპორთან მიმართებაში ჩვენ მივიღეთ ერთი გადაწყვეტილება, რაც მნიშნელოვნად გაამარტივებს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას. საკუთარი ტრანსპორტით მოქალაქეებს შეეძლებათ გადაადგილდნენ სამ მგზავრზე მეტი ოდენობით, ხოლო ტაქსებთან მიმართებაში ეს შეზღუდვა კვლავ დარჩება. ვმუშაობთ კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით და ასევე ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, რის შედეგადაც მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.