მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თითს პულტის წითელ მხარეს მივაჭერთ“ - ლევან იოსელიანი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე

„მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანის თქმით, ის და ალეკო ელისაშვილი 16 თებერვალს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპარლამენტო განხილვისას, თითს ე.წ. წითელ მხარეს მიაჭერენ, რაც წინააღმდეგ ხმის მიცემას ნიშნავს.

„თითს პულტის წითელ მხარეს მივაჭერთ, რაც წინააღმდეგ ხმის მიცემას ნიშნავს.“ - აღნიშნავს იგი.

იოსელიანი აცხადებს, რომ პარტია „მოქალაქეები“ ნიკა მელიას დაპატიმრების მომხრენი არ არიან, მიუხედავად მისი პარტიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა.

დღეს ამის გაკეთება არის პოლიტიკურად გაუმართლებელი

„ყველაფერს გავაკეთებთ მეც და ალეკოც, რომ ქართული ოცნება გადავარწმუნოთ.“ - აღნიშნავს იგი.

იოსელიანის თქმით, „მოქალაქეები“ მმართველ პარტიასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ამ თემასთან დაკავშირებით არ აწარმოებენ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 16 თებერვალს იმსჯელებს.

აგრეთვე იხილეთ:

„ღირსება და პატივია იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს სისტემას“ - ნიკა მელია