მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტყუილია, რომ დოკუმენტში ოპოზიციის სურვილებია, მიშელმა თავისი დაწერილი ტექსტი მოიტანა“ - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე

„ღარიბაშვილი ტყუის, როცა ამბობს, რომ იქ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა. ყველა გამომსვლელმა, ვინც იქ იყო, ისაუბრა არჩევნებზე და აგრეთვე საუბარი იყო პლებისციტზეც, როგორც მექანიზმზე, როგორ შეიძლება მივიდეთ არჩევნებამდე და იყო საუბარი ვადებზე. ამასთანავე, ყველა გამომსვლელი სიტყვას იწყებდა პოლიტპატიმრების თემით და ითქვა, რომ სამწუხაროა პრეზიდენტის შეხვედრაზე არყოფნა, რადგან მის ერთ ხელმოწერას შეუძლია გიორგი რურუას გათავისუფლება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების საუბრის შინაარსს არ დათანხმებულა, თუმცა შეხვედრაზე საუბარი ყველა მოთხოვნას შეეხო.

როგორც მან აღნიშნა, ასევე სიცრუეა განცხადება, თითქოს მოხდა შეთანხმება, რომ ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების დეტალები არ გასაჯაროვებულიყო.

„ეს საკითხი დააყენა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ იქნებ არ გასაჯაროვდესო, რაზეც მიშელმა სიცილით უთხრა, რომ წარმოუდგენელია ბრიუსელში მოლაპარაკებას 14 ადამიანი ესწრებოდეს და შინაარსი არ გახდეს ცნობილი და შენ როგორ აპირებ ამის დამალვასო. შემდეგ უთხრა, რომ ეს დოკუმენტი ჩემი შედგენილია, ყველაფერი სწორად წერია და გაასაჯაროვეთო.

მესამე ტყუილი ის არის, რომ თითქოს დოკუმენტში ოპოზიციის სურვილებია ჩამოწერილი. შარლ მიშელმა დოკუმენტი თავად შეადგინა. ის კი არ იყო, რომ მან მოგვისმინა და შემდეგ თქვა მე ამას დავწერ, არა, მან უკვე დაწერილი დოკუმენტი მოიტანა, რადგან იცის რომ თუ ამ საკითხებზე არ შევთანხმდით, კრიზისიდან ვერ გამოვალთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საქართველოს პრეზიდენტი: ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ?!

პრემიერი: გუშინდელ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი და მისი ჩატარება არ განიხილება

ლევან იოსელიანი: უცხოეთიდან ვერავინ გვიკარნახებს დაინიშნოს თუ არა ვადამდელი არჩევნები